კეხურა ვაშლი

კეხურა ვაშლი

Saturday, July 9, 2011

ხეხილის ბაღი

პროექტის სახელწოდება
ხეხილის ბაღი
პროექტის მთავარი იდეა
სოფელ ფარცხისში არის ხეხილის ბაღი,უნდა გამოვიკვლიოთ ამ ბაღში რამდენ ნაირი ხილის ხეა, შემდეგ ბაღი რამდენ კვ. მ-ზეა გადაჭიმული, რა მოსავალს გვაძლევს თითოეული ხე საშუალოდ და შემდეგ მთლიანად ბაღი.
პროექტის აქტუალობა
ეს პროექტი აქტუალურია, რომ მოსწავლეებმა შეძლონ ფართობის პოვნა, წონის ერთეულების და საშ. არითმეტიკულის ცოდნა.
 პროექტის მიზნები
ამ პროექტით მოსწავლეები კონკრეტულ ცოდნას დაეუფლებიან ბუნებაში ნაკვეთის გაზომვასანუ ფართობის პოვნას, დიაგრამების აგებას, საშ. არითმეტიკულის პოვნას, წონის ერთეულების გამოყენებას.
მონაწილეთა ასაკი
პროექტში მონაწილეობს IX კლასი, 14 წლის.

ვადები ხანგრძლივობა
პროექტის ვადა 15-20 დღე.
მოსალოდნელი შედეგები-პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას;
შერჩეული თემა ყველა მოსწავლეს ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით მიხედვით დადგენილი შედეგების  მიღწევაში დაეხმარება, ყალიბდება მრავალი აზრი, ხდება მაღი განხილვა დასაბუთება, და შეჯერების გზით გადაწყვეტილების მიღება. შევქმნით ბლოგს სადაც დაიდება ეს პროექტი. პროექტი ავითარებს მოსწავლეთა ცოდნის დონეს უნარ-ჩვევებს, აზროვნების ცამოყალიბებას.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
რვეული, პასტა, კალგულატორი, კომპიუტერი.
პროექტის მსვლელობა
კლასში 8-მოსწავლეა. თემის შერჩევა მოხდა კენჭის ყრით. თემა შეირჩა "ხეხილის ბაღი''.
საპროექტო ჯგუფში მონაწილეობას იღებს 8-მოსწავლე.ჯგუფში კეთდება ერთი პროექტი.
პროექტის საქმიანობის მთავარი პასუხისმგებელი დ. ნინიაშვილი, შემსრულებლები.;
ჯ.გონგაძე, მ. მეგულაშვილი, დ, ადოლაშვილი, ლ. მჭედლიშვილი, მ. გუგუტიშვილი, რ.
დავითაშვილი. დ. ნინიაშვილი ავალებს მ მეგულაშვილს ინტერნეტიდან მოიძიოს მასალები, ჯემალის ავალებს ბაღში დათვალოს ხეები ხილილის მიხედვით, დავითაშვილს ავალებს რომ გაზომოს ნაკვეთი და გამოიანგარიშოს მისი ფართობი თუ რამდენ კვ. მ-ზეა გაშენებული.დაბალი ქულით შეფასდება მოსწავლე უმარტივესი სტანდარტული გამოთვლების ჩატარებისას, საშუალო ქულით შეფასდება, მათემატიკური ობიექტის თვისებების გამოყენებით სტანდარტული გამოთვლებისა და მსჯელობის ჩატარება. მაღალი ქულით შეფასდება მოსწავლე, ვარაუდების გამოთქმა ,ალტერნატიული გზის მოძებნა, მიღებული გადაწყვეტილების სისწორისა ეფექტიანობის დასაბუთება.
 საგნებთან-საგნობრივ-ჯგუფებთან-ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.
ეროვნული სასწავლო გეგმიდან
IX.11.მოსწავლეს შეუძლია მონაცემების მოპოვება და მათი წარმოდგენა დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე
ატარებს შემთხვევით ექსპერიმენტ შემთხვევითობით წარმომქმნელი რომელიმე მოწყობილობით,აგროვებს და წარმოადგენს მათ სიხშირული ცხრილის სახით.
პროექტის ხელმძღვანელი
ნუნუ კაველიძე
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა
huhukavelidze@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი-ბლოგი;
nunukavelidze.blogspot.com